იაკობ ქაჯაიამ რუსი მეტოქე დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ტურნირის პირველ დღეს, ქართველი მძიმეწონოსანი იაკობ ქაჯაია ასპარეზობს. ჩვენმა სპორტსმენმა მეოთხედფინალში რუსი სერგეი სიმიონოვი დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 3:1 დაამარცხა და ნახევარფინალში ჩილეს სახელით მოასპარეზე კუბელ მოჭიდავეს შეხვდება.
ქაჯაია პირველ წრეში ფინელ მატი ელიას კუოსმანენს შეხვდა და მეტოქე სუფთა გამარჯვებით ორ წუთში დაამარცხა.
1/8 ფინალი
ქაჯაია VS კუოსმანენი
https://www.youtube.com/watch?v=dcFFn6nDiMQ
მორე ნახევარფინალურ დაპირისპირებაში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, კუბელი ლოპეს ნუნიესი ძლიერ თურქ მოჭიდავეს რიზა კაიას შეხვდება.
უძველეს სპორტულ ღონისძიებაზე ჩვენი ქვეყნის სახელით მედლების მოპოვებას შემდეგ დღეებში კიდევ სამი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შეეცდება – რამაზ ზოიძე 67 კგ, ლაშა გობაძე 87 კგ, გიორგი მელია 97 კგ.
ნახევარფინალური დაპირისპირებები 13:15 საათიდან გაიმართება, ფინალური ბლოკი კი ხვალ, 2 აგვისტოს ჩატარდება.