იაკობ ქაჯაიამ ოლიმპიადა სუფთა გამარჯვებით დაიწყო [ვიდეო] #1TVSPORT

ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ტურნირის პირველ დღეს, ქართველი მძიმეწონოსანი იაკობ ქაჯაია ასპარეზობს.

ჩვენი სპორტსმენი პირველ წრეში ფინელ მატი ელიას კუოსმანენს შეხვდა და მეტოქე სუფთა გამარჯვებით ორ წუთში დაამარცხა. მისი მოწინააღმდეგე 1/4 ფინალში რუსი სემიონოვი იქნება.

უძველეს სპორტულ ღონისძიებაზე ჩვენი ქვეყნის სახელით მედლების მოპოვებას შემდეგ დღეებში კიდევ სამი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შეეცდება – რამაზ ზოიძე 67 კგ, ლაშა გობაძე 87 კგ, გიორგი მელია 97 კგ.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 06:00 საათზე დაიწყო, ნახევარფინალური დაპირისპირებები 13:15 საათიდან გაიმართება, ფინალური ბლოკი კი ხვალ,2 აგვისტოს ჩატარდება

დატოვე კომენტარი