იაკობ ქაჯაია ოლიმპიადის ფინალშია - კიდევ ერთი ოქროს შანსი ტოკიოდან [ვიდეო] #1TVSPORT

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველმა მძიმეწონოსანმა, იაკობ ქაჯაიამ ნახევარფინალში ჩილეს სახელით მოასპარეზე კუბელი მოჭიდავე, აკოსტა ფერნანდესი დაამარცხა და ტოკიოს ოლიმპიადის ფინალის საგზური მოიპოვა.

ჩვენმა სპორტსმენმა მეოთხედფინალში რუსი სერგეი სიმიონოვი დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 3:1 დაამარცხა, პირველ წრეში კი ფინელ მატი ელიას კუოსმანენს შეხვდა და მეტოქეს სუფთა გამარჯვებით ორ წუთში სძლია.

 

1/8 ფინალი

ქაჯაია VS კუოსმანენი

 

1/4 ფინალი

ქაჯაია VS სიმიონოვი

მეორე ნახევარფინალურ დაპირისპირებაში სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა კუბელმა ლოპეს ნუნიესმა თურქ მოჭიდავეს რიზა კაიას სძლია და ფინალში ქართველს შეხვდება.

უძველეს სპორტულ ღონისძიებაზე ჩვენი ქვეყნის სახელით მედლების მოპოვებას შემდეგ დღეებში კიდევ სამი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შეეცდება – რამაზ ზოიძე 67 კგ, ლაშა გობაძე 87 კგ, გიორგი მელია 97 კგ. ფინალური ბლოკი ხვალ, 2 აგვისტოს 14:30-ზე დაიწყება.

დატოვე კომენტარი