იაირ როდრიგესი ტრავმირებულია, ზაბიტთან ბრძოლა აღარ შედგება
იაირ როდრიგესი ტრავმირებულია, ზაბიტთან ბრძოლა აღარ შედგება
რამდენიმე დღის წინ, აბსოლუტურმა საბრძოლო ჩემპიონატმა გულშემატკივრებისთვის ძალიან საინტერესო ბრძოლა დაანონსა. 29 აგვისტოს ქარდის მთავარი დაპირისპირება იაირ როდრიგესსა და ზაბიტ მაგომედშარიპოვს შორის უნდა ჩატარებულიყო, თუმცა როგორც დღეს გახდა ცნობილი, მექსიკელმა მებრძოლმა ტრავმა მიიღო და ბრძოლას ჩაეხსნა.
დანა უაიტმა ჟურნალისტებთან აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა.
„მას (იაირს) კოჭის სერიოზული ტრავმა აქვს. იაირი ბრძოლაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ჩვენ ამჟამად როდრიგესის შემცვლელს ვეძებთ. ბრძოლის თარიღის შეცვლა არ იგეგმება“, – განაცხადა უაიტმა.
აქვე ცნობილი გახდა, რომ ზაბიტთან მოკლე პერიოდში ბრძოლაზე თანხმობა განაცხადა კელვინ კატარმა.
დატოვე კომენტარი