იაგო ხვიჩია - როგორ შეიძლება, კახა კალაძე არ იყოს ვინმესთვის სერიოზული კონკურენტი
იაგო ხვიჩია - როგორ შეიძლება, კახა კალაძე არ იყოს ვინმესთვის სერიოზული კონკურენტი

როგორ შეიძლება, კახა კალაძე არ იყოს ვინმესთვის სერიოზული კონკურენტი, – აღნიშნა „გირჩის“ წარმომადგენელმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ხვიჩიამ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, კახა კალაძე იქნება თუ არა ოპოზიციისთვის ანგარიშგასაწევი კონკურენტი.

„როგორ შეიძლება, კახა კალაძე არ იყოს სერიოზული კონკურენტი ვინმესთვის, საქართველოს ნაკრების კაპიტანი იყო წლების განმავლობაში, ქალაქის მერია ამდენი წლის განმავლობაში, აქვს მართველი პარტიის მხარდაჭერა და მართველი პარტია ხმებს იღებს. შესაბამისად, როგორ შეიძლება, არ იყოს კალაძე კონკურენტი“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ამასთან, ჟურნალისტების შენიშვნაზე, რომ „ოპოზიციაც იღებს ხმებს“, ხვიჩიამ თქვა: „კი, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ ხომ მეტი აიღო? ამდენიც არ გაუყალბებიათ, არც 52 პროცენტი ჰქონია ოპოზიციას“.