იაგო ხვიჩია - ქალაქის პარალიზებით ფონს გასვლა და „არა ჰესებს“ კამპანია არასწორი მგონია
ქალაქის პარალიზებით ფონს გასვლა და „არა ჰესებს“ კამპანია არასწორი მგონია, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ თემის კომენტირებისას.
ხვიჩიას მიაჩნია, რომ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებს ბევრი შეცდომა აქვთ დაშვებული.
„აქციის პერიოდში, ბევრი შეცდომა არის დაშვებული და ბევრი კითხვა არსებობს. ეს აქცია ორიენტირებული უნდა იყოს კითხვებზე პასუხის გასაცემად, ყველაფრის ახსნისკენ მიდრეკილი და უსამართლობის მაჩვენებელი. ამის ნაცვლად, გზების გადაკეტვით და ქალაქის პარალიზებით ფონს გასვლა და „არა ჰესებს“ კამპანია არასწორი მგონია. იმდენი შეცდომაა დაშვებული, რომ ამ კამპანიას ასე წარმატება არ ექნება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.