იაგო ხვიჩია - კენჭისყრის დროს სხდომათა დარბაზში თუ ვიქნები, შეიძლება, შალვა პაპუაშვილს მხარიც დავუჭირო
იაგო ხვიჩია - კენჭისყრის დროს სხდომათა დარბაზში თუ ვიქნები, შეიძლება, შალვა პაპუაშვილს მხარიც დავუჭირო

კენჭისყრის დროს სხდომათა დარბაზში თუ ვიქნები, შეიძლება, შალვა პაპუაშვილს მხარიც დავუჭირო, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ პარლამენტის დღევანდელი სხდომის წინ, რომელზეც შალვა პაპუაშვილის პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა იგეგმება.

„ღმერთმა იცის, შალვა პაპუაშვილი როგორი პარლამენტის თავმჯდომარე იქნება, მაგრამ „ქართული ოცნების“ გადასაწყვეტია, ამ თანამდებობაზე ვის დანიშნავს. სწორედ მათ აქვთ უფლება, ამ თანამდებობაზე ვის აირჩევენ.

კენჭისყრის დროს სხდომათა დარბაზში თუ ვიქნები, შეიძლება, შალვა პაპუაშვილს მხარიც დავუჭირო. საწინააღმდეგო არაფერი მაქვს იმის, „ქართულმა ოცნებამ“ თავისი წევრებიდან მიიღოს საკადრო გადაწყვეტილება, რაზეც თავად აქვთ საჭირო ხმები“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.