იაგო ხვიჩია - იმასაც ვუშვებ, რომ „ოცნება“ და „ნაცები“ ერთ თამაშს თამაშობენ, ერთმა ხელი არ მოაწერა მიშელის დოკუმენტს, მეორე გავიდა
იაგო ხვიჩია - იმასაც ვუშვებ, რომ „ოცნება“ და „ნაცები“ ერთ თამაშს თამაშობენ, ერთმა ხელი არ მოაწერა მიშელის დოკუმენტს, მეორე გავიდა

იმასაც ვუშვებ, რომ „ოცნება“ და „ნაცები“ ერთ თამაშს თამაშობენ, ერთმა ხელი არ მოაწერა მიშელის დოკუმენტს, მეორე გავიდა, – განაცხადა „გირჩის“ წარმომადგენელმა, იაგო ხვიჩიამ ბიუროს სხდომაზე.

იაგო ხვიჩიამ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს მიმართა: „სად არის ის სამართლიანობა, რომელზეც თქვენ სულ საუბრობდით მთელი ამ პროცესის განმავლობაში“.

„ქართული ოცნებისგან“ ბოლო დღეებში გვესმის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი არ მოაწერა მიშელის დოკუმენტს და ჩვენც ამიტომ გავედითო. აქ ბევრი იურისტი ვართ. ჩვენ ხომ დავდეთ კონტრაქტი, აქ ვინც ვიყავით, იმ ხალხმა, კიდევ სხვა ხალხმა. ჩვენ ხომ არაფერი დაგვირღვევია ამ პუნქტთან დაკავშირებით, თქვენ გახვედით, კონტრაქტიდან გასვლაც ხდება, მაგრამ პირგასამტეხლო რა არის? პირგასამტეხლოდ საკონსტიტუციო ცვლილებებს გვართმევთ? ანუ ჩვენ უნდა გადავიხადოთ პირგასამტეხლო? თქვენ ხომ იცით, რომ ეს კონტრაქტი, ეგ ნაწილი მარტო ჩვენთან დადეთ. მეტი არავისთან, არავის ეს არ აინტერესებდა. ჰოდა, რა ვიფიქროთ ასეთ შემთხვევაში? მე საერთოდ იმასაც ვუშვებ, რომ თქვენ და „ნაცები“ ერთ თამაშს თამაშობთ, რადგან იმათ საერთოდ არ მოაწერეს ხელი, თქვენ გახვედით. ჩვენ, ვინც ვართ ამ კონტრაქტის მონაწილეები, ისინი პირგასამტეხლოს რომ უნდა ვითხოვდეთ ამის ნაცვლად, კიდევ ჩვენსას ვკარგავთ. სად არის ის სამართლიანობა, რომელზეც თქვენ სულ საუბრობდით მთელი ამ პროცესის განმავლობაში“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ ბიუროს სხდომაზე.