იაგო ხვიჩია - ცესკო-ს თავმჯდომარედ ვერავის გარანტია ვერ ვიქნებით, ფხიზლად უნდა ვიყოთ, რომ იგივე შარში არ აღმოვჩნდეთ, როგორც 31 ოქტომბრის არჩევნებზე
იაგო ხვიჩია - ცესკო-ს თავმჯდომარედ ვერავის გარანტია ვერ ვიქნებით, ფხიზლად უნდა ვიყოთ, რომ იგივე შარში არ აღმოვჩნდეთ, როგორც 31 ოქტომბრის არჩევნებზე

ცესკო-ს თავმჯდომარედ ვერავის გარანტია ვერ ვიქნებით, ფხიზლად უნდა ვიყოთ, რომ იგივე შარში არ აღმოვჩნდეთ, როგორც 31 ოქტომბრის არჩევნებზე, – განუცხადა „გირჩის“ წარმომადგენელმა, იაგო ხვიჩიამ განუცხადა საქართველოს პირველ არხს.

ხვიჩიას თქმით,. „ქართულმა ოცნებამ“ თავისი კანდიდატი დააყენა და თავხედურად ისე „აწვებოდა“, რომ არავის თანხმობა არ სჭირდებოდა

„ცესკო-ს თავმჯდომარე კონსენსუსით არ შევარჩიეთ და „ქართულმა ოცნებამ“ თავიდანვე გადაწყვიტა, რომ ეს მარტო უნდა გაეკეთებინა. შესაბამისად, ვერავის გარანტია ვერ ვიქნებით, ფხიზლად უნდა ვიყოთ, რომ იგივე შარში არ აღმოვჩნდეთ, როგორც 31 ოქტომბრის არჩევნებზე. ჩვენთან არავინ მოსულა და არ უთქვამს, კანდიდატები კონსენსუსით შევარჩიოთო. „ქართულმა ოცნებამ“ თავისი კანდიდატი დააყენა და თავხედურად ისე „აწვებოდა“, რომ არავის თანხმობა არ სჭირდებოდა. რეპუტაცია შეულახეს ამ ადამიანებს, ვინც ასარჩევია ექვსი თვის ვადით“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

პარლამენტი დღეს რიგგარეშე სხდომას გამართავს, რომელზეც ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს მეოთხედ უყრიან კენჭს.