იაგო ხვიჩია - ამ ჩანაწერებით სალომე სამადაშვილმა ჩემზე ბევრად უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა, ვიდრე მასზე მქონდა რეალობაში
იაგო ხვიჩია - ამ ჩანაწერებით სალომე სამადაშვილმა ჩემზე ბევრად უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა, ვიდრე მასზე მქონდა რეალობაში

ამ ჩანაწერებით სალომე სამადაშვილმა ჩემზე ბევრად უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა, ვიდრე მასზე მქონდა რეალობაში, – აცხადებს პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საუბრისას.

იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ჩანაწერებთან დაკავშირებით გუბაზ სანიკიძის შესახებ სერიოზულად ვერ ისაუბრებს; თუმცა სალომე სამადაშვილთან დაკავშირებით პირიქით, არის სერიოზული.

​„რაზე მეცინება, იცით? ახლა ვიხსენებ, მე და გუბაზ სანიკიძე „ლეიბორისტების“ ოფისში ერთმანეთთან არ გადავკვეთილვართ. მე არ მახსოვს ასეთი თარიღი და დრო. შეიძლება, ვცდები, მაგრამ გუბაზ სანიკიძე არ მახსოვს „ლეიბორისტების“ ოფისში შემხვედროდა, არათუ მასთან ერთად ქვეყნის გადატრიალების გეგმაზე საუბარი.

პირველი, რაც გავიგეთ ამ ჩანაწერიდან, არის ის, რომ ყველას გვისმენენ, ზოგადად. დეპუტატებს გვისმენენ, ჩვენს პირად საუბრებს ისმენენ, მეგობრებთან საუბრებს ისმენენ. ასევე, ეს გავიგე, რომ ყოველთვის გაგრძელდება, ყველა არჩევნების წინ გამოგვიქვეყნებენ რაღაცებს. ერთმანეთს გამოვუქვეყნებთ, როგორც ჩანს, ასეთ სამარცხვინო ქვეყანაში ვცხოვრობთ. ამიტომ, გადავწყვიტე, რომ ზოგადად, რაც არ უნდა გამოქვეყნდეს, ადამიანებზე ამის მიხედვით შთაბეჭდილება არ შევიქმნა. მაგრამ მოვუსმინეთ ყველამ, ხომ ამ ჩანაწერებს და გინდა არ გინდა, მომიწია მოსმენა ქალბატონი სალომე სამადაშვილის საუბრისაც. ჩემზე ბევრად უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა სალომე სამადაშვილმა ამ ჩანაწერებით, ვიდრე მე მასზე მქონდა რეალობაში და როგორც ჩანს, ვიჩქარე.

გუბაზ სანიკიძის მიერ განხორციელებულ რევოლუციასთან დაკავშირებით ზურა ჯაფარიძემ პოზიცია დააფიქსირა და არ მივიღებთ გუბაზის მიერ განხორციელებულ რევოლუციაში მონაწილეობასო, უკვე დავაანონსეთ. და ზოგადად მე არ მგონია, რომ ახლა ამ კითხვაზე სერიოზულად უნდა ვუპასუხო, გუბაზ სანიკიძე რევოლუციას რომ გეგმავდა და მე ჩამითრევდა თუ არა ამაში. არ მგონია ეს ჩემგან სერიოზულად საპასუხო. რაც შეეხება ქალბატონი სალომეს შემთხვევაში, სერიოზულად გიპასუხეთ ყველა ნაწილი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ტელეკომპანია „იმედმა“ უკრაინულ „ობოზრევატელზე“ დაყრდნობით ჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც, სავარაუდოდ, თემურ ალასანია და გუბაზ სანიკიძე, ასევე სალომე სამადაშვილი საუბრობენ.

დატოვე კომენტარი