იაგო ხვიჩია - 3 ივლისს აქციის ორგანიზატორებმა ვიღაცის იმედი გააცრუეს და ვიღაცის გადაჭარბებით შეასრულეს
იაგო ხვიჩია - 3 ივლისს აქციის ორგანიზატორებმა ვიღაცის იმედი გააცრუეს და ვიღაცის გადაჭარბებით შეასრულეს

ოპოზიციონერი დეპუტატი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ 3 ივლისს აქციის ორგანიზატორებმა ვიღაცის იმედები გააცრუეს და ვიღაცის გადაჭარბებით შეასრულეს.

„ვიღაცის იმედები გააცრუეს და ვიღაცის – გადაჭარბებით შეასრულეს. ვფიქრობდი, რომ ეს ხალხი საბოლოო ჯამში აქციას დაშლიდა და ეს იმედი გადაჭარბებით შესრულდა. ვინც ფიქრობდა, რომ ესენი რევოლუციას მოაწყობდნენ და ტექნიკურ მთავრობას დანიშნავდნენ, მათი იმედი გაცრუვდა. მაინც მგონია, რომ კარგი დავალების შესრულება უფრო იყო“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეკითხვაზე, თუ ვისი დავალების შესრულება იყო ეს, ხვიჩიამ აღნიშნა: „ვისაც აქციის ასე დაშლა ხელს აძლევდა. „ქართული ოცნების“ ინტერესები ნებსით თუ უნებლიეთ გაატარეს“.

დატოვე კომენტარი