„იაგელონიის“ თავდამსხმელი – საქართველოში ალბათ კიდევ ერთი რთული მატჩი გველოდება #1TVSPORT

02:10, 22.08.2026

ბიალისტოკის „იაგელონიამ“ ევროპა ლიგის პლეიოფის პირველ მატჩში „იბერია“ 4:0 დაამარცხა, რაშიც დიდი როლი ჯერემი აგბონიფომ ითამაშა.

20 წლის შვედი ლეგიონერი „იაგელონიას“ ივლისში ფრანგული „ლანსიდან“ შეუერთდა. ქართულ გუნდთან მატჩში კი პირველი გოლი გაიტანა. ჯერემი აგბონიფომ განვლილ შეხვედრაზე ისაუბრა და თბილისში გასამართ საპასუხო მატჩზეც გააკეთა კომენტარი:

„ჩვენ გვჯერა საკუთარი თავის, გვჯერა ჩვენი გუნდის და ეს ბიალისტოკში ვაჩვენეთ. პირველი 10-15 წუთი გეგმის მიხედვით არ წარიმართა, თუმცა მოგვიანებით თავდაჯერებულობა მოვიპოვეთ და სწორედ ამის წყალობით გავიმარჯვეთ.

ძალიან კმაყოფილი ვარ „იაგელონიის“ მაისურით გატანილი ჩემი პირველი გოლით. აქ სათანადო მოსამზადებელი პერიოდის გარეშე ჩამოვედი, ამიტომ ფორმაში შესასვლელად ბევრი ვიშრომე. შესანიშნავია, რომ გოლი გავიტანე, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ეს საკუთარ მოედანზე შევძელი.

ახლა „იაგელონიას“ 27 აგვისტოს სტუმრად თამაში ელის. საქართველოში ალბათ კიდევ ერთი რთული მატჩი გველოდება, მაგრამ გასვლით შეხვედრაშიც გამარჯვებაზე ვიქნებით ორიენტირებულები. ჩვენ ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც პირველ მატჩში – უფრო მეტი გოლის გატანის სურვილით“, – ამბობს პოლონური კლუბის ლეგიონერი.

მსგავსი