„იაგელონიას“ გუგეშაშვილში ფულის გამომუშავება შეუძლია - რას წერენ პოლონეთში ქართველის შესაძლო ტრანსფერზე #1TVSPORT
„მას „იაგელონიაში“ ერთი მატჩი არ უთამაშია და გუნდს ბევრი ფულის გამომუშავება შეუძლია“, – ამ სათაურით პოლონური გამოცემა sportowefakty „იაგელონიას“ ქართველი მეკარის ლუკა გუგეშაშვილის აზერბაიჯანულ „ყარაბაღში“ შესაძლო გადასვლას გამოეხმაურა და საინტერესო ფაქტები გამოამზეურა.
მას „იაგელონიაში“ ერთი მატჩი არ უთამაშია და გუნდს ბევრი ფულის გამომუშავება შეუძლია
„იაგელონიას“ შეუძლია დიდი ფული გამოიმუშაოს იმ ფეხბურთელში, რომელსაც გუნდში ერთი მატჩი არ უთამაშია! ქართველი მეკარე ლუკა გუგეშაშვილი შესაძლოა აზერბაიჯანის „ყარაბაღში“ გადავიდეს.
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, მაგრამ ასევე უცნაური ტრანსფერი „იაგელიონის“ ისტორიაში. ლუკა გუგეშაშვილი გუნდს 2016 წლის დასაწყისში შეუერთდა, თუმცა ძირითად შემადგენლობაში დებიუტი ოფიციალურად დღემდე არ ჰქონია. პარალელურად ის რამდენჯერმე იჯარით გაუშვეს.
22 წლის მეკარე ბოლო რამდენიმე თვეა გორის „დილაში“ თამაშობს. 2021 წლის სეზონში მან 38 მატჩი ჩაატარა და საქართველოს ლიგის ერთ-ერთი ვარსკვლავი იყო. მან საკმარისად გაიბრწყინა, ქვეყნის ნაკრებში მიიწვიეს და სხვა კლუბების ინტერესი მიიქცია.

შესაძლოა, მალე გუგეშაშვილი „ყარაბაღში“ წავიდეს. „იაგელონიას“ ამ ტრანსფერზე დაახლოებით 300 000 ევროს გამომუშავება შეუძლია. ჩვენი ინფორმაციით, გუგეშაშვილით მართლაც რამდენიმე კლუბია დაინტერესებული და შესაძლოა „იაგელონიაში“ აღარ დაბრუნდეს. თუმცა, ტრანსფერის შემთხვევაში, ძნელი სათქმელია, რა თანხა ჩაირიცხება მის ანგარიშზე. თანხის პროცენტი ალბათ მოთამაშის პირველ კლუბს, თბილისის „დინამოს“ გადაეცემა. გარდა ამისა, შემდეგი მიეცემა იმ ადამიანებს, ვინც წვლილი შეიტანა მის წინსვლაში.
შეგახსენებთ, რომ ქართველი პოლონეთში ევროპის ერთ-ერთი უნიჭიერესი მეკარის სახელით მოვიდა. კლუბს იმდენად სურდა გუგეშაშვილი, რომ მასთან ერთად აიყვანა მისი თანამემამულე ლუკა ასათიანი და რამდენიმე თვე დაელოდა ამ ტრანსფერების დადასტურებას ფიფა-სგან (ორივე 18 წლის უნდა ყოფილიყო).
გუგეშაშვილს „იაგელონიას“ ძირითად შემადგენლობაში არ უთამაშია. თუმცა, ბოლო იჯარით წავიდა „ბიალა პოდლასკაში“, „გრანადას“ რეზერვში და გორის „დილაში“. გარდა ამისა, ის საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებებშიც თამაშობდა.