ია ია ტურე ბრატისლავის „სლოვანის“ მთავარი მწვრთნელი გახდა #1TVSPORT
ია ია ტურე ბრატისლავის „სლოვანის“ მთავარი მწვრთნელი გახდა #1TVSPORT

ია ია ტურე ბრატისლავის „სლოვანის“ მთავარი მწვრთნელი გახდა. 43 წლის ტურემ თანამდებობაზე ვლადიმირ ვაისი შეცვალა.

დამოუკიდებელი სამწვრთნელო კარიერის დაწყებამდე, ტურე გამოცდილებას სხვადასხვა კლუბში აგროვებდა. ის მოღვაწეობდა „ტოტენჰემის“ აკადემიაში, იყო მთავარი მწვრთნელის ასისტენტი „ოლიმპიკში“, „ახმატსა“ და „სტანდარტში“, ბოლოს კი საუდის არაბეთის ეროვნულ ნაკრებში რობერტო მანჩინის ეხმარებოდა. რაც შეეხება ვლადიმირ ვაისს, მან კლუბი დატოვა და სლოვაკეთის ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდა.

„სლოვანი“ 2025/2026 წლის სეზონის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, გურამ კაშიამაც დატოვა.

ია ია ტურე ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო აფრიკელ ფეხბურთელად ითვლება. მან „ბარსელონასთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ხოლო „მანჩესტერ სიტისთან“ ერთად ორჯერ დაეუფლა ინგლისის პრემიერლიგის ტიტულს.