ჰუმელსი დარწმუნებულია, რომ ევროპის ჩემპიონი გერმანია გახდება #1TVSPORT
ჰუმელსი დარწმუნებულია, რომ ევროპის ჩემპიონი გერმანია გახდება #1TVSPORT

გერმანიის ნაკრებისა და „დორტმუნდის“ ფეხბურთელი მატს ჰუმელსი დარწმუნებულია, რომ ევრო 2020-ის ტრიუმფატორი მისი ქვეყნის ეროვნული ნაკრები იქნება.

„2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენი მთავარი პრობლემა იყო, რომ შეკრული კოლექტივი არ გვყავდა და ერთიანობას ვერ მივაღწიეთ, – ციტირებს ჰუმელსის სიტყვებს Kicker. – ევროპის წლევანდელ ჩემპიონატზე ეს აღარ განმეორდება. ახლა სულ სხვა ემოციებს ვგრძნობ.

ეროვნული ნაკრები ცდილობს, რომ ერთ მთლიანობად იქცეს. თითოეული ჩვენგანი მზად არის, საკუთარი ამბიცია დავიწყოს და მხოლოდ გუნდზე იფიქროს. ჩვენ გვაქვს ყველაფერი, რომ გავიმარჯვოთ“.

ევროპის ჩემპიონატზე გერმანიის ჯგუფში საფრანგეთი, პორტუგალია და უნგრეთი არიან.