ჰოწო სამხრეთ აფრიკიდან - ლეგიონერების ჩამოყვანა შესაძლებელი ყოფილა
ჰოწო სამხრეთ აფრიკიდან - ლეგიონერების ჩამოყვანა შესაძლებელი ყოფილა

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის შემდეგ ლეგიონერების ჩამოყვანა გართულდა, შეუძლებელი მაინც არაა – ამას წყალტუბოს „სამგურალის“ ამბავი ადასტურებს. გუნდში კარიერას 22 წლის სამხრეთ აფრიკელი ლეგიონერი ჰოწო სეკელო მარერა გააგრძელებს.

ლიგა 2-ის ერთ-ერთი ამბიციური გუნდის მიზანი ეროვნულ ლიგაში გადასვლაა და სეზონის განახლებისთვის ფეხბურთელებით გაძლიერდა, სამხრეთამერიკელი კი ბოლო შენაძენია.

ამპლუით ცენტრალური მცველია. ფეხბურთის თამაში თავისი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ტიტულოვანი კლუბის „კაიზერ ჩიფსის“ ასაკობრივ გუნდში დაიწყო. შემდეგ თამაშობდა „მამელოდი სანდაუნსში“, „ფრი სთეით სტარში“, ბოლოს კი „პრეტორიაში“.

„,საქართველოში საფეხბურთო აგენტის დახმარებით აღმოვჩნდი. მოხარული ვარ, რომ „სამგურალის“ ფეხბურთელი გავხდი. მეგობრული და რაც მთავარია, კარგად შეკრული, ამბიციური გუნდია, მიზნად უმაღლეს ლიგაში გადასვლას ვისახავთ და იმედია, მიზანს მივაღწევთ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ გუნდს ამოცანის გადაჭრაში დავეხმარო. ამპლუით ცენტრალური მცველი ვარ, მაგრამ საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშის გამოცდილებაც მაქვს,“ – ამბობს ჰოწო სეკელო მარერა.