ჰოვარდი ვაშინგტონში დარჩება
ჰოვარდი ვაშინგტონში დარჩება

ვაშინგტონის ცენტრი დვაიტ ჰოვარდი მომავალ სეზონში კვლავ ვიზარდსის ღირსებას დაიცავს. დედაქალაქურმა გუნდმა წელს პლეიოფში გასვლა ვერ შეძლო, ამის მთავარ მიზეზად კი შეიძლება სწორედ ჰოვარდისა და გუნდის ლიდერის ჯონ ვოლის ტრავმები ჩაითვალოს.

33 წლის კალათბურთელმა 2018/19 წლების რეგულარულ სეზონზე მხოლოდ რამდენიმე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. სეზონის უმეტესი ნაწილი კი ტრავმის გამო გამოტოვა. ჰოვარდმა ვაშინგტონთან ახალი კონტრაქტი 2019/20 წლების სეზონის დასრულებამდე გააფორმა.

ამ დროის მანძილზე დვაიტი 5.6 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.ჰოვარდი ვაშინგტონში დარჩება.