დუაით ჰოვარდი „ფილადელფიაში“ ითამაშებს
დუაით ჰოვარდი „ფილადელფიაში“ ითამაშებს

დუაით ჰოვარდს დიდი ხნის ოცნება გასულ სეზონში აუსრულდა – ვეტერანმა ცენტრმა მრავალწლიანი კარიერის ბოლოს ჩემპიონის ბეჭედი „ლოს ანჯელეს ლეიკერსთან” ერთად მოიპოვა. ლებრონ ჯეიმსის ლიდერობით ლოს ანჯელესის გუნდში ჰოვარდს მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა. პლეი ოფებში 34 წლის ცენტრი „ლეიკერსისთვის“ საკმაოდ სასარგებლოდ ირჯებოდა, რაც სტატისტიკაშიც აისახა.

ამერიკული მედია, კერძოდ კი ჟურნალისტი შემს ჩარანია ავრცელებს ინფორმაციას, რომ „ლეიკერსი“ ჰოვარდს ემშვიდობება. წყაროს ცნობით იგი მომავალი სეზონიდან „ფილადელფიაში“ ითამაშებს. ის „სიქსერსთან“ 1 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.