„ჰონვედის“ ნაცვლად „ლეხში“ - კვეკვესკირმა ნახევარწლიანი კონტრაქტი გააფორმა
„ჰონვედის“ ნაცვლად „ლეხში“ - კვეკვესკირმა ნახევარწლიანი კონტრაქტი გააფორმა

საქართველოს ნაკრების წევრმა ნიკა კვეკვესკირმა, რომელიც უნგრული მედიის ცნობით, ბუდაპეშტის „ჰონვედში“ უნდა გადასულიყო, კონტრაქტი გააფორმა პოზნანისლეხთან“, – ინფორმაციას პოლონური კლუბის ვებ გვერდი ავრცელბს.

„ჩვენმა გუნდმა დაიმატა ცენტრალური ნახევარმცველი, საქართველოს მაკრების წარმომადგენელი ნიკა კვეკვესკირი. 28 წლის მოთამაშე პოზნანში ოთხშაბათს საღამოს ჩამოფრინდა და ხუთშაბათს სამედიცინო გამოკვლევები გაიარა კლინიკა Reasport-ში. ის წინასწარ შეუთანხმდა ჩვენს გუნდს. დეკემბრის დასაწყისიდან, ყაზახურ კლუბ კოსტანაისტობოლთან“ განშორების შემდეგ კვეკვესკირი თავისუფალი მოთამაშე გახდა. მან „ლეხთან“ ექვსთვიანი კონტრაქტი ოფციონის წესით გააფორმა, რომლის მოქმედების ვადაც კიდევ 24 თვით (2 წლით) შეიძლება გახანგრძლივდეს“, – წერია პოლონური გუნდის ვებ გვერდზე.

ეს ტრანსფერი ბოლო მომენტში გადაწყდა – საქმე ისაა, რომ „ლეხმა“ თურქული „დენიზლისფორიდან“ რადოსლავ მურავსკი დაიმატა. მაგრამ ის პოზნანში 1 ივლისიდან ითამაშებს, როდესაც თურქულ გუნდთან კონტრაქტი დაუსრულდება. ამან პოზნანელები აიძულა, არჩევანი ქართველზე შეეჩერებინათ.

ნიკა კვეკვესკირმა მუდმივნომრიანი მაისურიც შეარჩია – ის პოზნანისლეხში“ 30 ნომრით ითამაშებს. კლუბის ვებ გვერდის ცნობით, მას მაისურზე ეწერება Kvekve1. შეგახსენებთ, რომ 2020 წელს პოზნანის ლეხში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა ჩაირიცხა, რომელიც ტრავმის გამო ვერ თამაშობს.