ჰონკ-კონგში სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები მორიგ აქციას გამართავენ
ჰონკ-კონგში სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები მორიგ აქციას გამართავენ

ჰონკ-კონგში სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები დღეს მორიგ აქციას ჩაატარებენ და სასწავლო პროცესს ბოიკოტს გამოუცხადებენ. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ანტისამთავრობო აქციები ჰონკ-კონგში უკვე რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს. თავდაპირველად, აქციის მონაწილეები ექსტრადირების შესახებ სადავო კანონოპროექტის განხილვას აპროტესტებდნენ, რის შემდეგაც, მთავრობამ კანონპროექტის განხილვა შეაჩერა. თუმცა, აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ კანონპროექტის განხილვის შეჩერება საკმარისი არ არის და ის უნდა გააუქმონ. აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს ახლა უკვე ჰონკ-კონგის ლიდერის, კერი ლამის გადადგომაც დაემატა.