ჰონგ კონგში არჩევნების ერთი წლით გადადების გასაპროტესტებლად ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა
ჰონგ კონგში არჩევნების ერთი წლით გადადების გასაპროტესტებლად ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა

ჰონგ კონგში არჩევნების ერთი წლით გადადება ათასობით ადამიანმა გააპროტესტა. აღსანიშნავია, რომ მასობრივი შეკრებების გამართვა ჰონგ კონგში კორონავირუსის პანდემიის გამო აკრძალულია. მიუხედავად ამისა, აქტივისტებმა მიტინგი მაინც გამართეს.

„დღეს უნდა ყოფილიყო არჩევნები. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, რათა ხმის უფლება დავიბრუნოთ“, – აცხადებენ დემონსტრანტები, რომლებიც ანტისამთავრობო სლოგანებს სკანდირებდნენ.

როგორც „როიტერი“ წერს, დემონსტრანტები ასევე ეწინააღმდეგებიან ჩინეთის მიერ მიღებულ, ეროვნული უსაფრთხოების შესახებ ახალ კანონს და მიაჩნიათ, რომ ეს კანონი ჰონგ კონგის ავტონომიას ზღუდავს.

შეგახსენებთ, ჰონგ კონგის მეთაურმა კერი ლამმა საკანონმდებლო საბჭოში არჩევნები, კორონავირუსის პანდემიის გამო, ერთი წლით გადადო.

ჰონგ კონგში იანვრის შემდეგ ვირუსის 4800 შემთხვევა გამოვლინდა.