ჰონგ-კონგში ​აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ღამით რამდენიმე შეტაკება მოხდა
ჰონგ-კონგში ​აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ღამით რამდენიმე შეტაკება მოხდა

ჰონგ-კონგში პოლიციამ ღამით გამართული აქციების დროს 29 მომიტინგე დააკავა. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ღამით რამდენიმე შეტაკება მოხდა. მომიტინგეებმა სამართალდამცველებს აგურები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს. აქციების გამო ჰონგ-კონგში ოთხი მეტროსადგური დაკეტილი იყო.

პოლიციას დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებების გამოყენება რამდენჯერმე მოუწია. არიან დაშავებულებიც.

ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები ივნისიდან იმართება. თავდაპირველად, დემონსტრანტები ექსტრადიციის შესახებ კანონში სადავო ცვლილებებს აპროტესტებდნენ, მოგვიანებით კი, პოლიციის მხრიდან მათ მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების გამოძიება, დამნაშავეების დასჯა და ხელისუფლების გადადგომა მოითხოვეს.