ჰონგ კონგმა საქართველოსთან ორმხრივი დაბეგვრის თავიდან არიდების ხელშეკრულება გააფორმა
ჰონგ კონგმა საქართველოსთან ორმხრივი დაბეგვრის თავიდან არიდების ხელშეკრულება გააფორმა

ჰონგ კონგის ადმინისტრაციამ საქართველოსთან ორმხრივი დაბეგვრის თავიდან არიდების ხელშეკრულება გააფორმა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ჰონგ კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის მთავრობის სახელით, ხელშეკრულებას ხელი ფინანსური მომსახურებისა და ხაზინის მდივანმა, ქრისტოფერ ჰუიმ მოაწერა.

გამოცემა „დისმუსდეილი“ წერს, რომ საქართველო მსოფლიოში 45-ე ქვეყანა გახდა, რომელთანაც ჰონგ კონგმა ორმხრივი დაბეგვრის თავიდან არიდების ხელშეკრულება გააფორმა.

„საქართველო არის განვითარებადი ეკონომიკა, რომელიც მონაწილეობს „სარტყელისა და გზის“ ინიციატივაში. ორმხრივი დაბეგვრის თავიდან არიდების ხელშეკრულება განსაზღვრავს დაბეგვრის უფლებების განაწილებას ორ იურისდიქციას შორის და დაეხმარება ინვესტორებს, უკეთ შეაფასონ მათი პოტენციური საგადასახადო ვალდებულებები ტრანსსასაზღვრო ეკონომიკური საქმიანობიდან, რითაც ხელს შეუწყობენ ეკონომიკურ და სავაჭრო კავშირებს ჰონგ კონგსა და საქართველოს შორის“, – წერს გამოცემა.

ხელშეკრულება ამოქმედდება ორივე იურისდიქციის მიერ რატიფიკაციის პროცედურების დასრულების შემდეგ. ჰონგ კონგის შემთხვევაში, იგი განხორციელდება ბრძანების საფუძველზე, რომელიც მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა შიდა შემოსავლების განკარგულების შესაბამისად მიიღო.