ჰონგ კონგის საბჭოს არჩევნებში პროდემოკრატიულმა ძალებმა გაიმარჯვეს
ჰონგ კონგის საბჭოს არჩევნებში პროდემოკრატიულმა ძალებმა გაიმარჯვეს

ჰონგ კონგის საქალაქო ოლქის საბჭოს არჩევნებში პროდემოკრატიულმა ძალებმა გაიმარჯვეს. მათ გამარჯვების მოპოვება 18 ოლქიდან 17-ში შეძლეს. სულ 18 ოლქის 452 ადგილისთვის 1090 კანდიდატი იბრძოდა.

საბჭოები მიკრორაიონების დონეზე ისეთი საკითხების რეგულირებას ახორციელებენ, როგორიცაა კომუნალური მომსახურება და ტრანსპორტი.

არჩევნები ხელისუფლების წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე გაიმართა, რომელიც ჰონგ კონგში უკვე ექვსი თვეა, მიმდინარეობს. რეკორდულად მაღალი აღმოჩნდა არჩევნებზე აქტივობა, რომელმაც 71 პროცენტი შეადგინა.