ჰონგ კონგის მთავრობა ყველა სრულწლოვან მოქალაქეს ერთჯერად დახმარებას - 1 300 დოლარს გადაუხდის
ჰონგ კონგის მთავრობა ყველა სრულწლოვან მოქალაქეს ერთჯერად დახმარებას - 1 300 დოლარს გადაუხდის

ჰონგ კონგში ანტისამთავრობო აქციებისა და კორონავირუსის გამო, თითოეულ მოქალაქეებს სოციალური დახმარების სახით ერთჯერადად 1 300 ამერიკულ დოლარს გადაუხდიან. ამის შესახებ გადაწყვეტილება ჰონგ კონგის მთავრობამ მიიღო. მათი ინიციტივით, დახმარებას ჰონგ კონგის ყველა სრულწლოვანი მცხოვრები მიიღებს.

„2019 წელს აგორებულმა ანტისამთავრობო აქციებმა და კორონავირუსის ახალმა ინფექციამ მძიმე დარტყმა მიაყენეს ჰონგ კონგის ეკონომიკას. დეტალური განხილვის შემდეგ, მთავრობამ გადაწყვიტა, ყველა მოქალაქეს, რომელსაც უკვე შეუსრულდა 18 წელი, ფინანსური წნეხის შესამცირებლად 10 000 ჰონგ კონგური დოლარი გადაუხადოს, რაც 1 300 ამერიკული დოლარის ეკვივალენტია“, – განაცხადა ჰონგ კონგის ფინანსთა მინისტრმა.