ჰოლოკოსტთან დაკავშირებით ბენიამინ ნეთანიაჰუს კომენტარის გამო, პოლონეთის პრემიერი ისრაელში აღარ გაემგზავრება

23:39, 17.02.2019

პოლონელების ჰოლოკოსტში მონაწილეობასთან დაკავშირებით ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ გაკეთებული კომენტარის გამო, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ისრაელში აღარ გაემგზავრება.

19 თებერვალს იერუსალიმში ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნებისა და ისრაელის წარმომადგენელთა მაღალი დონის შეხვედრაა დაგეგმილი. მასზე პოლონეთს, პრემიერის ნაცვლად, საგარეო საქმეთა მინისტრი წარადგენს.

გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომელმაც ვარშავის გაღიზიანება გამოიწვია, გამოცემა „თაიმს ოვ ისრაელის“ მიერ დასმულ კითხვას მოჰყვა. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, პოლონელები თანამშრომლობდნენ ნაცისტებთან. „მე ვიცი ისტორია და არ ვცდილობ მის წაშლას“, – განაცხადა ისრაელის პრემიერმა. მისი თქმით, პოლონელთა „არც ისე უმნიშვნელო რიცხვი“ თანამშრომლობდა ნაცისტებთან.

მსგავსი