ჰოლიფილდი - მზად ვარ, მესამე ბრძოლა ჩავატარო ტაისონთან
ჰოლიფილდი - მზად ვარ, მესამე ბრძოლა ჩავატარო ტაისონთან

სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილმა აბსოლუტურმა ჩემპიონმა ევანდერ ჰოლიფილდმა აზრი გამოთქვა ლეგენდარულ ამერიკელთან მაიკ ტაისონთან სავარაუდო შეხვედრის შესახებ.

„ჩვენ დაგეგმილი გვქონდა ბრძოლა რიდიკ ბოუსთან, მაგრამ კორონავირუსმა ჩაშალა გეგმები. დარწმუნებული ვარ, შევძლებ რინგზე გასვლას ნებისმიერ მეტოქესთან, რომელიც 50 წელს არის გადაცილებული. ვერც ერთი ასეთი მოკრივე ვერ დამამარცხებს.

ვფიქრობ, მზად ვარ კიდევ ერთი ბრძოლის გასამართად მაიკ ტაისონის წინააღმდეგ. მაგრამ ამისთვის უნდა შემომთავაზონ მსხვილი ჰონორარი“, – მოჰყავს ჰოლიფილდის სიტყვები „ფორბსს“.

ჰოლიფილდმა და ტაისონმა ორი ბრძოლა გამართეს ერთმანეთში 1996 და 1997 წლებში და ორივეჯერ გამარჯვება ევანდერმა მოიპოვა.

57 წლის ევანდერ ჰოლიფილდმა ორი დღის წინ გამოაცხადა, რომ რინგზე დაბრუნება სურს.