ჰოლანდიის პოლიციამ პროპალესტინელი დემონსტრანტები ამსტერდამის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შტაბ-ბინიდან გაიყვანა
ჰოლანდიის პოლიციამ პროპალესტინელი დემონსტრანტები ამსტერდამის უნივერსიტეტის მთავარი ადმინისტრაციული შტაბ-ბინიდან გაიყვანა.
უნივერსიტეტის წარმომადგენლების ინფორმაციით, ათობით დემონსტრანტი 14 აპრილს შეიჭრა ამსტერდამის ცენტრში მდებარე მთავარ კამპუსში. დემონსტრანტებმა საავარიო გასასვლელები ჩაკეტეს, რის გამოც თანამშრომლებს შენობის დატოვება მოუწიათ.
დემონსტრანტები უნივერსიტეტისგან ისრაელის უნივერსიტეტებთან ყველა კავშირის გაწყვეტას მოითხოვდნენ.
პოლიციამ შენობა დაახლოებით ხუთი საათის შემდეგ გაათავისუფლა. პროტესტის რამდენიმე მონაწილე დააკავეს, ნაწილი კი შენობიდან გაიქცა.
გასულ წელს აღნიშნულ უნივერსიტეტში რამდენჯერმე მოხდა პოლიციასა და აქტივისტებს შორის შეტაკება, როდესაც აქტივისტებმა კამპუსები დაბლოკეს და დაიკავეს.
გასული წლის განმავლობაში უნივერსიტეტმა შეწყვიტა თანამშრომლობა იერუსალიმის ებრაულ უნივერსიტეტთან, მაგრამ არა – ისრაელის სხვა უნივერსიტეტებთან.