ჰოკეიში მსოფლიოს თასის 2028 წლის გათამაშება კანადასა და ჩეხეთში გაიმართება #1TVSPORT
ჰოკეიში მსოფლიოს თასის 2028 წლის გათამაშება კანადასა და ჩეხეთში გაიმართება #1TVSPORT

ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ (NHL) გამოაცხადა მსოფლიო თასის მასპინძელი ქალაქები. ტურნირი 2028 წლის თებერვალში გაიმართება.

როგორც NHL-ის პრესსამსახური იტყობინება, ტურნირის ჯგუფური ეტაპის მატჩები ორ ქალაქში გაიმართება – კალგარიში (კანადა), სადაც შენდება ახალი არენა Scotia Place და პრაღაში (ჩეხეთი) O2-Arena-ზე. ასევე ეს ქალაქები უმასპინძლებენ პლეი ოფის თითო შეხვედრას. ნახევარფინალები და ფინალი ედმონტონში (კანადა) Rogers Place-ის არენაზე გაიმართება.

ჯერჯერობით, NHL-ს არ დაუსახელებია მომავალი ტურნირის მონაწილეთა შემადგენლობა.

ჰოკეიში მსოფლიო თასის ბოლო გათამაშება 2016 წელს გაიმართა კანადის, აშშ-ის, შვედეთის, ფინეთის, ჩეხეთის, რუსეთისა და ჩრდილოეთ ამერიკის 23 წლამდე ჰოკეისტთა ნაკრებების მონაწილეობით.