ჰოკეიში კანადის ნაკრებმა ოლიმპიადისთვის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
ჰოკეიში კანადის ნაკრებმა შემადგენლობა დაასახელა 2026 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის.
მეკარეები – ჯორდან ბინინგტონი (სენტ ლუისი), დარსი კიუმპერი (ლოს ანჯელესი), ლოგან ტომპსონი (ვაშინგტონი);
მცველები – დრიუ დაუტი (ლოს ანჯელესი), ტომას ჰარლი (დალასი), კეილ მაკარი (კოლორადო), ჯოშ მორისი (ვინიპეგი), კოლტონ პარაიკო (სენტ ლუისი), ტრევის სენჰაიმი (ფილადელფია), ში ტეოდორი (ვეგასი), დევონ ტეივსი (კოლორადო);
ფორვარდები – მაკლინ სელებრინი (სან ხოსე), ენტონი სირელი (ტამპა ბეი), სიდნი კროსბი (პიტსბურგი), ბრენდონ ჰეიგლი (ტამპა ბეი), ბო ჰორვატი (აილენდერსი), ნეთან მაკინონი (კოლორადო), ბრედ მარშანი (ფლორიდა), მიტჩ მარნერი (ვეგასი), კონორ მაკდევიდი (ედმონტონი), ბრეიდენ პოინტი (ტამპა ბეი), სემ რაინჰარტი (ფლორიდა), მარკ სტოუნი (ვეგასი), ნიკ სუზუკი (მონრეალი), ტომ უილსონი (ვაშინგტონი).
აღსანიშნავია, რომ შემადგენლობაში მოხვდა 19 წლის სელებრინი, რომელიც ჰოკეის ეროვნულ ლიგაში (NHL) მეორე სეზონს ატარებს და მიმდინარე რეგულარულის 39 მატჩში 60 ქულა (21+39) დააგროვა.
ზამთრის თამაშები 2026 წლის 6-22 თებერვალს გაიმართება.