ჰოკეიში ახალი მსოფლიო თასის ჩატარება რეალურია
ჰოკეიში ახალი მსოფლიო თასის ჩატარება რეალურია

ჰოკეის ეროვნული ლიგის კომისრის თანაშემწემ ბილ დეილიმ ახალი მსოფლიო თასის ჩატარების ალბათობა შეაფასა.

„ჩვენი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით 100 პროცენტით ემთხვევა მოთამაშეთა პროფკავშირის მოსაზრებას. ჩვენ ვაფასებთ ამ ტურნირს, მიგვაჩნია, რომ ის ეხმარება ჩვენი სპორტის განვითარებას, მიჩნეულია საინტერესო და სანახაობრივ ტურნირად.  უნდა ჩამოვყალიბდეთ ფორმატთან და დროსთან დაკავშირებით, გადავწყვიტოთ უამრავი სხვა საკითხი. ეს კი იოლი არ არის.

მსოფლიოს თასი შედის საერთაშორისო კალენდრის საკითხთა ფართო წრეში, რომელიც უნდა განვიხილოთ პროფკავშირთან ერთად. ჩვენ თადარიგში სამი წელი გვაქვს. შესაძლოა,  უფრო ხანგრძლივი დროით საერთაშორისო თანამშრომლობის გეგმების შემუშავება მოვახერხოთ. მაგალითად, ექვსი-შვიდი წლით. მსოფლიოს თასი შედის ასეთ საკითხთა სიაში“, – განაცხადა დეილიმ NHL-ის ოფიციალურ ვებგვერდზე.

დატოვე კომენტარი