ჰოკეის ტურნირის პლეი ოფის ბადე ცნობილია
ჰოკეის ტურნირის პლეი ოფის ბადე ცნობილია

პიონჩანგის ოლიმპიადაზე მამაკაცთა ჰოკეის ტურნირის ჯგუფური ეტაპი დასრულდა, რის შემდეგაც ცნობილი გახდა პლეი ოფის ბადე.

პირდაპირ გავიდნენ მეოთხედფინალში – ჩეხეთი, კანადა, რუსეთი და შვედეთი. დანარჩენები ითამაშებენ იმისთვის, რომ მეოთხედფინალში მოხვდნენ.

პლეი ოფის ბადე ასე გამოიყურება:

წინასწარი რაუნდი
შვეიცარია-გერმანია
ფინეთი-კორეა
სლოვენია-ნორვეგია
აშშ-სლოვაკეთი

1/4 ფინალი
შვედეთი – შვეიცარია/გერმანია
კანადა – ფინეთი/კორეა
რუსეთი – სლოვენია/ნორვეგია
ჩეხეთი – აშშ/სლოვაკეთი

1/2 ფინალის ერთ-ერთ წყვილში შვედეთისა და კანადის მეოთხედფინალებში მოგებულები შეხვდებიან, მეორე წყვილში – რუსეთისა და ჩეხეთის მეოთხედფინალების მოგებულები.

წინასწარი რაუნდის მატჩები 20 თებერვალს გაიმართება, მეოთხედფინალები – 21 თებერვალს. ნახევარფინალი 23 თებერვალს არის დანიშნული, მესამე ადგილისთვის მატჩი – 24 თებერვალს, ფინალი კი 25 თებერვალს.

ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)

ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე