ჰოკეის ნაციონალურ ლიგაში კვირის სამი ვარსკვლავი გამოვლინდა
ჰოკეის ნაციონალურ ლიგაში კვირის სამი ვარსკვლავი გამოვლინდა

ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ დაასახელა გასული კვირის სამი ვარსკვლავი.

პირველ ვარსკვლავად გამოაცხადეს „ედმონტონის“ ფორვარდი კონორ მაკდევიდი. მან სამ მატჩში შვიდი ქულა (ორი გოლი + ხუთი შედეგიანი გადაცემა) დააგროვა. მაკდევიდის დიდი წვლილია იმაში, რომ „ედმონტონმა“ ხუთიდან ხუთი მოგებით დაიწყო ახალი სეზონი. აღსანიშნავია, რომ ხუთივე მატჩში „ოილერზი“ მდევრის როლში იყო და ხუთივეში მაკდევიდი მინიმუმ ქულას იღებდა.

კვირის მეორე ვარსკვლავია „ვინიპეგის“ ფორვარდი პატრიკ ლაინე. მის ანგარიშზე ოთხ მატჩში რვა ქულა (2+6) მოდის. ფინელმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი „მინესოტასთან“ თამაშში (5:2), რომელშიც ოთხი ქულა დააგროვა.

მესამე ვარსკვლავის სტატუსი მიიღო „პიტსბურგის“ ფორვარდმა სიდნი კროსბიმ, რომელმაც ოთხი მატჩში შვიდი ქულა (3+4) დააგროვა.