ჰოკეის ნაციონალურმა ლიგამ „ოლ-სტარის“ კაპიტნები დაასახელა

09:14, 22.12.2019

ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ დაასახელა 2020 წლის „ყველა ვარსკვლავის მატჩისთვის“ დივიზიონების ნაკრებთა კაპიტნები:

ატლანტიკის დივიზიონი – დავიდ პასტრნაკი (ბოსტონის)

მეტროპოლიტენის დივიზიონი – ალექსანდრ ოვეჩკინი (ვაშინგტონი)

ცენტრალური დივიზიონი – ნათან მაკინონი (კოლორადო)

პასიფიკის დივიზიონი – კონორ მაკდევიდი (ედმონტონი)

„ყველა ვარსკვლავის უქმეები“ 2020 წლის 24-26 იანვარს გაიმართება სენტ ლუისში. ვარსკვლავთა მატჩის ფორმატი უცვლელი იქნება – დივიზიონებს შორის გაიმართება ნახევარფინალური მატჩები, შემდეგ კი შედგება ფინალი.

მსგავსი