ჰოკეის ნაციონალურმა ლიგამ (NHL) დღის სამი ვარსკვლავი დაასახელა
ჰოკეის ნაციონალურმა ლიგამ (NHL) დღის სამი ვარსკვლავი დაასახელა

ჰოკეის ნაციონალურმა ლიგამ (NHL) ოფიციალურ ვებგვერდზე სტენლის თასის მეორე წრის მორიგი სათამაშო დღის სამი ვარსკვლავი დაასახელა.

პირველი მათგანი „კოლორადოს“ თავდამსხმელი გაბრიელ ლანდესკოგი გახდა. მან „სან-ხოსესთან“ შეხვედრაში (4:3 ОТ), ოვერტაიმში გამარჯვების მომტანი შაიბა გაიტანა. სერიაში ანგარიში სამით სამია.

მეორე საუკეთესო – „ბოსტონის“ მეკარე ტუკა რასკია, 32 წლის ფინელმა 29 შაიბა მოიგერია „კოლუმბუსთან“ მატჩში (3:0:). ეს მისთვის ფლეი ოფებში კარიერაში მეექვსე „შათაუთია“. ამ სერიაში „ბოსტონმა“ ანგარიშით 4:2 გაიმარჯვა და ნახევარფინალში „კაროლინას“ დაუპირისპირდება.

მესამე ვარსკვლავის სტატუსი „კოლორადოს“ ფორვარდ ჯეიტი კომფერს ერგო. 24 წლის ამერიკელმა 3 (2+1) ქულა დააგროვა „სან-ხოსესთან“ მატჩში (4:3 ОТ).