ჰოკეის ნაციონალურმა ლიგამ კვირის სამი ვარსკვლავი გამოავლინა
ჰოკეის ნაციონალურმა ლიგამ კვირის სამი ვარსკვლავი გამოავლინა

ჰოკეის ნაციონალურმა ლიგამ (NHL) გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა.

პირველი ვარსკვლავი გახდა „ოტავას“ მეკარე ანდერს ნილსონი. მან ჯამში 101 დარტყმიდან 96 მოიგერია და თავის გუნდს სამიდან სამი მატჩი მოაგებინა. 29 წლის შვედმა მატჩში საშუალოდ 1.64 გოლი გაუშვა და მეტოქეთა დარტყმების 95 პროცენტი მოიგერია.

მეორე ვარსკვლავის სტატუსი მიიღო „ტორონტოს“ ფორვარდმა ოსტონ მეტიუსმა. გასულ კვირას მან თავისი გუნდის 11 გოლიდან ცხრაში მიიღო მონაწილეობა – ორი შაიბა გაიტანა და შვიდი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ის ბოლო შვიდი დღის საუკეთესო ბომბარდირი იყო.

კვირის მესამე ვარსკვლავად დასახელდა „კოლორადოს“ მცველი კეილ მაკარი. 21 წლის კანადელი ყველაზე შედეგიანი იყო მცველებს შორის. მის ანგარიშზეა ექვსი ქულა – სამი გოლი და სამი შედეგიანი გადაცემა.