ჰოკეის ნაციონალურმა ლიგამ დღის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა

13:02, 10.12.2019

ჰოკეის ნაციონალურმა ლიგამ (NHL) ოფიციალურ ვებგვერდზე დღის საუკეთესო სამი ვარსკვლავი დაასახელა.

პირველი მათგანი „კალგარის“ ფორვარდი შონ მონაჰანი გახდა, რომელმაც „კოლორადოსთან“ მატჩში გამარჯვების მომტანი შაიბი გაიტანა (5:4 ОТ).

მეორე საუკეთესო „ოტავას“ თავდამსხმელი ენტონი დიუკლერია, რომელმაც „ბოსტონთან“ გამართულ შეხვედრაში 3(2+1) ქულა დაააგროვა (5:2).

მესამე ვარსკვლავის სტატუსი კი „აილენდერსის“ შემტევს,ბროკ ნელსონს ერგო. მან „ტამპასთან“ მატჩში დუბლი შეასრულა (5:1).

მსგავსი