ჰოკეის ნაციონალურმა ლიგამ დღის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა

11:37, 06.12.2019

ჰოკეის ნაციონალურმა ლიგამ (NHL) ოფიციალურ ვებგვერდზე დღის საუკეთესო სამი ვარსკვლავი დაასახელა.

პირველი მათგანი „რეინჯერსის“ მეკარე ალექსანდრ გეორგიევი გახდა, რომელმაც „კოლუბუსთან“ მატჩში 47 დარტყმული შაიბიდან 45-ს მოგერიება შეძლო (3:2).

მეორე საუკეთესო „კაროლინას“ თავდამსხმელი ანდრეი სვეჩნიკოვია, რომელმაც „სან-ხოსესთან“ გამართულ შეხვედრაში 2(1+1) ქულა დაააგროვა. მან ასევე ბულიტის გატანაც მოახერხა (3:2 b).

მესამე ვარსკვლავის სტატუსი კი „არიზონას“ თავდამსხმელს, ფილ კესელს ერგო. მან „ფილადელფიასთან“ მატჩში დუბლი შეასრულა (3:1).

მსგავსი