ჰოკეის ნაციონალურმა ლიგამ დღის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა

11:54, 28.11.2019

ჰოკეის ნაციონალურმა ლიგამ (NHL) ოფიციალურ ვებგვერდზე დღის საუკეთესო სამი ვარსკვლავი დაასახელა.

პირველი მათგანი „პიტსბურგის“ რუსი თავდამსხმელი ევგენი მალკინი გახდა, რომელმაც „ვანკუვერთან“ მატჩში 5 (3+2) ქულა დააგროვა (8:6).

მეორე საუკეთესო „რეინჯერსის“ გოლკიპერი ჰენრიხ ლუნდკვისტია, რომელმაც 43 დარტყმული შაიბიდან 41 მოიგერია „კაროლინასთან“ გამართულ შეხვედრაში (3:2).

მესამე ვარსკვლავის სტატუსი კი „ვეგასის“ ჰოკეისტ მარკ პაჩორეტის ერგო. მან „ნეშვილთან“ მატჩში გოლის გატანა და ერთი შედეგიანი გადაცემის გაკეთება შეძლო (4:3 ОТ).

მსგავსი