ჰოკეის ნაციონალურმა ლიგამ დღის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა
06 February 2016: Buffalo Sabres winger Zemgus Girgensons (28) [9356] skates during warm up. The Boston Bruins defeated the Buffalo Sabres 2-1 (OT) in a regular season NHL game at TD Garden in Boston, Massachusetts. (Photograph by Fred Kfoury III/Icon Sportswire)
ჰოკეის ნაციონალურმა ლიგამ (NHL) ოფიციალურ ვებგვერდზე დღის საუკეთესო სამი ვარსკვლავი დაასახელა.
პირველი მათგანი „ბუფალოს“ თავდამსხმელი ზემგუს გირგენსონსი გახდა, რომელმაც „ფლორიდასთან“ მატჩში (5:2) დუბლი შეასრულა.
მეორე საუკეთესო „ბუფალოს“ გოლკიპერი ლინუს ულმარკია, რომელმაც 45 დარტყმული შაიბიდან 43 მოიგერია „ფლორიდასთან“ გამართულ შეხვედრაში (5:2).
მესამე ვარსკვლავის სტატუსი კი „კარილონას“ ფორვარდს სებასტიან აჰოს ერგო. მან „დეტროიტთან“ მატჩში შაიბის გატანა და საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო (2:0).