ჰოკეის ნაციონალურ ლიგაში კესელმა ზედიზედ 830-ე შეხვედრა ჩაატარა
ჰოკეის ნაციონალურ ლიგაში კესელმა ზედიზედ 830-ე შეხვედრა ჩაატარა

ჰოკეის ნაციონალური ლიგის (NHL) კლუბ „არიზონას“ ფორვარდმა ფილ კესელმა ზედიზედ 830-ე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ეს მოხდა რეგულარულ ჩემპიონატში „კაროლინას“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში (3:5). 32 წლის ამერიკელ შემტევს 2009/2010 წლების სეზონის შემდეგ არცერთი მატჩი არ გამოუტოვებია. ამ მაჩვენებლით იგი ლიგის ისტორიაში მეექვსე ადგილზე გადავიდა.

რეკორდის ავტორი კი დუგ ჯარვისია, რომელსაც ზედიზედ 964 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული.

კესელს საერთო ჯამში ჰოკეის ნაციონალურ ლიგაში 1051 მატჩში უთამაშია.