ჰოკეის ნაციონალურმა ლიგამ (NHL) გამოაქვეყნა გასული ათწლეულის სიმბოლური ნაკრებების შემადგენლობები.
პირველი ნაკრებში მოხვდნენ:
მეკარე – მარკ-ანდრე ფლერი (ვეგასი);
მცველები – დრიუ დაუტი (ლოს ანჯელესი), დანკან კიტი (ჩიკაგო);
ფორვარდები – ალექსანდრ ოვეჩკინი (ვაშინგტონი), სიდნი კროსბი (პიტსბურგი), პატრიკ კეინი (ჩიკაგო).
მეორე ნაკრების შემადგენლობა:
მეკარე – ჰენრიკ ლუნდკვისტი (რეინჯერსი);
მცველები – ერიკ კარლსონი (სან ხოსე), ზდენო ხარა (ბოსტონი);
ფორვარდები – ევგენი მალკინი (პიტსბურგი), პატრის ბერჟერონი (ბოსტონი), სტივენ სტემკოსი (ტამპა ბეი).
ხმის მიცემაში მონაწილეობას იღებდნენ NHL-ის გენერალური მენეჯერები, ლიგის წარმომადგენლები, ლიგის ოფიციალური ვებგვერდის ავტორები, ასევე NBC-ის, Sportsnet-სა და TVAS-ის ჟურნალისტები.