ჰოკეის ეროვნულმა ლიგაში ოქტომბრის საუკეთესო ჰოკეისტები გამოვლინდა
ჰოკეის ეროვნულმა ლიგაში ოქტომბრის საუკეთესო ჰოკეისტები გამოვლინდა

ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ ოქტომბრის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა.

გასული თვის მესამე ვარსკვლავი გახდა „ედმონტონის“ გერმანელი ფორვარდი ლეონ დრაიზაიტლი. გასულ თვეში მან 14 მატჩი ჩაატარა და 25 ქულა დააგროვა – 12 გოლი და 13 შედეგიანი პასი. დღეისთვის, ლიგას ქულებისა და შაიბების რაოდენობით დრაიზაიტლი ლიდერობს.

მეორე ვარსკვლავის სტატუსი მიიღო „ბოსტონის“ ფორვარდმა დავიდ პასტრნაკმა. ჩეხი ჰოკეისტის ანგარიშზე 12 მატჩში 24 ქულა (12+12) მოდის. ოქტომბერში მან და დრაიზაიტლმა გაიყვეს პირველობა საუკეთესო გოლეადორთა სიაში.

ოქტომბრის პირველი ვარსკვლავი და საუკეთესო მოთამაშე გახდა „ვაშინგტონის“ მცველი ჯონ კარლსონი, რომელმაც 14 მატჩში ექვსი გოლი გაიტანა და 16 შედეგიანი პასი შეასრულა. ის ყველაზე შედეგიანია მცველებს შორის.