ჰოკეის ეროვნული ლიგის კომისარმა გერი ბეტმენმა ილაპარაკა 2020-21 წლების სეზონის ჩატარების ვარიანტებზე.
„თითო გუნდი ითამაშებს 10-12 დღის განმავლობაში. შესაძლებელი იქნება ბევრი მატჩის ჩატარება ყოველგვარი მგზავრობის გარეშე. ამის შემდეგ, ისინი ერთი კვირით შინ დაბრუნდებიან და დროს ოჯახებთან გაატარებენ. ჩვენ გვექნება ყველა საჭირო პროტოკოლი ტესტირებისთვის. ეს არ იქნება ისეთი ეფექტური, როგორიც სრულფასოვანი „ბაბლი“, მაგრამ მიგვაჩნია, რომ თუ ამ გზით წავალთ, გარკვეულ წილად რისკს შევამცირებთ. ასე რომ, ეს არის ერთ-ერთი სცენარი, რომელსაც განვიხილავთ.
რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ შევძლებთ შვიდივე კანადური კლუბის აშშ-ში გადმოყვანას, ასე რომ, საჭიროა ალტერნატიული ვარიანტების განხილვა. აშშ-სა და კანადის საზღვრის გადაკვეთა – ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. მაგრამ ასევე არის შეზღუდვები აშშ-ის შიგნით შტატიდან შტატში გადასვლის დროს. მაგალითად, სადღაც კარანტინს ითხოვენ. ასე რომ, მეტად მოქნილები უნდა ვიყოთ.
იმის გამო, რომ მგზავრობის ფაქტორი მნიშვნელოვანია და გაურკვეველი რჩება, ჩვენ, შესაძლოა, დროებით მოგვიწიოს გეოგრაფიის შეცვლა, რადგან გუნდის მგზავრობას ფლორიდიდან კალიფორნიაში აზრი არ ექნება. იქნებ უკეთესი იყოს მოკლე სეზონის ჩატარება, რათა გუნდებს არ მოუწიოთ შორს მგზავრობა. შესაძლოა, დროებით საჭირო გახდეს რაღაცის შეცვლა დივიზიონებში, რითაც ეს საკითხი შეიძლება მოგვარდეს“, – თქვა ბეტმენმა.