ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ სეზონი ოფიციალურად შეაჩერა
ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ სეზონი ოფიციალურად შეაჩერა

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის შემდეგ, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, რეგულარული სეზონი შეაჩერა ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ. კლუბებმა შესაბამისი შეტყობინება 12 მარტს მიიღეს.

კალათბურთისა და ჰოკეის გარდა, ჩრდილოეთ ამერიკაში ასევე შეჩერებულია ბეისბოლის ლიგის (MLB) სეზონი.