ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ კვირის საუკეთესოები გამოავლინა
ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ კვირის საუკეთესოები გამოავლინა

ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ (NHL) გასული კვირის სამი ვარსკვლავი დაასახელა.

პირველი ვარსკვლავის სტატუსი მოიპოვა „ბოსტონის“ ფორვარდმა ბრედ მარშანმა. მან სამ მატჩში შვიდი ქულის დაგროვება შეძლო – სამი გოლი და ოთხი შედეგიანი გადაცემა. 31 წლის ამერიკელი 39 ქულით (16+23) „ბოსტონის“ საუკეთესო ბომბარდირია, ლიგაში კი მესამე ადგილს იკავებს.

კვირის მეორე ვარსკვლავი გახდა „ედმონტონის“ ფორვარდი კონორ მაკდევიდი. ოთხი მატჩში მის ანგარიშზე ასევე შვიდი ქულა იყო – ოთხი შაიბა და სამი შედეგიანი გადაცემა. მაკდევიდი ზედიზედ 11 მატჩია უქულოდ არ ტოვებს მოედანს. ის მეორეა ლიგაში ქულების (47), გოლებისა (18) და გადაცემების (29) რაოდენობით.

მესამე ვარსკვლავად დასახელდა „ნიუ იორკ აილენდერსის“ ფორვარდი ბროკ ნელსონი. მან სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ოთხი გოლი გაიტანა.