ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ კვირის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა
ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ კვირის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა

ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა.

პირველი ვარსკვლავი გახდა “კოლამბუსის” ფორვარდი კემ ატკინსონი. სამ მატჩში მის ანგარიშზე შვიდი ქულა იყო – სამი გოლი და ოთხი შედეგიანი პასი. ამ სამი გოლიდან ორი მაშინ გაიტანა, როცა მისი გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში იმყოფებოდა.

კვირის მეორე ვარსკვლავია “ვეგასის” მეკარე მარკ-ანდრე ფლერი. მან ოთხიდან სამი მატჩი მოიგო, საშუალოდ თამაშში 1.51 შაიბა გაუშვა და მეტოქეთა დარტყმების 94.3 პროცენტი მოიგერია. 36 წლის ფლერიმ “კოლორადოს” წინააღმდეგ (1:0) 30 დარტყმა მოიგერია და კარიერაში 63-ე “შათაუტი” შეასრულა. მიმდინარე სეზონში ვეტერანმა რვიდან შვიდი მატჩი მოიგო.

მესამე ვარსკვლავის სტატუსი მიიღო “პიტსბურგის” ფორვარდმა ბრაიან რასტმა, რომელმაც ორ მატჩში სამი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.