ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ კვირის სამი ვარსკვლავი გამოავლინა
ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ კვირის სამი ვარსკვლავი გამოავლინა

ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ (NHL) გასული კვირის სამი საუკეთესო მოთამაშე დაასახელა.

პირველი ვარსკვლავის სტატუსი მოიპოვა „ვაშინგტონის“ მცველმა ჯონ კარლსონმა. მან სამ მატჩში 6 ქულა (3+3) დააგროვა, აგრეთვე, სამიდან ორი შაიბა გამარჯვებისა იყო. 31 მატჩის შემდეგ, ამერიკელი ლიგის მცველებს შორის ლიდერია გოლების (11), პასებისა (32) და ქულების (43) რაოდენობით. 31 მატჩის შემდეგ უფრო მეტი ქულა ისტორიაში მხოლოდ ორ მცველს ჰქონია – ბობი ორსა (58) და ელ მაკინისს (44).

კვირის მეორე ვარსკვლავია „პიტსბურგის“ მეკარე ტრისტან ჟარი. მან გასულ კვირას ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ყველა დარტყმა (61) მოიგერია, შესაბამისად, ზედიზედ ორი შათაუტი შეასრულა. ახლა, 24 წლის კანადელ მეკარეს კარიერაში ოთხი „მშრალი“ მატჩი აქვს.

მესამე ვარსკვლავი გახდა „ბაფალოს“ ფორვარდი ჯეკ აიკელი. ოთხი მატჩში მის ანგარიშზე იყო შვიდი ქულა (2+5) იყო. 23 წლის ამერიკელი 42 ქულით (18+24) მეშვიდე ადგილზეა ბომბარდირთა სიაში.