ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ  კვირის მოთამაშეები დაასახელა
ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ  კვირის მოთამაშეები დაასახელა

 ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ (NHL) გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები გამოავლინა.

კვირის პირველი ვარსკვლავი გახდა „ედმონტონის” ფორვარდი ლეონ დრაიზაიტლი. ის გასული შვიდი დღის საუკეთესო ბომბარდირია – ოთხ მატჩში 10 ქულა (3+7) დააგროვა. 24 წლის გერმანელი ლიდერობს რეგულარულ ჩემპიონატს ქულების რაოდენობით – 59 მატჩში მას 95 ქულა (34+61) აქვს. დრაიზაიტლმა 2006-07 წლების სეზონის შემდეგ ყველაზე სწრაფად დააგროვა 95 ქულა. 13 წლის წინ, „პიტსბურგის” კაპიტანს სიდნი კროსბის ამისთვის 56 მატჩი დასჭირდა.

მეორე ვარსკვლავის სტატუსი ერგო „ტამპა ბეის” მეკარეს ანდრეი ვასილევსკის. მან თავის გუნდს სამიდან სამი მატჩი მოაგებინა, საშუალოდ თამაშში 1.64 შაიბა გაუშვა და მეტოქეთა დარტყმების 94.9 პროცენტი მოიგერია. რუს მეკარეს ბოლო 21 მატჩში 19 მოგება დაუგროვდა.

კვირის მესამე ვარსკვლავია „ლოს ანჯელესის” ფორვარდი ტაილერ ტოფოლი, რომელმაც ორ მატჩში ოთხი გოლი გაიტანა. მან „კოლორადოს” წინააღმდეგ მატჩში ჰეთ-თრიკის შესრულება შეძლო. სხვათა შორის, გუშინ, ტოფოლი გაცვლის შედეგად „ვანკუვერში” აღმოჩნდა.