ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ ინდივიდუალური პრიზები დაარიგა
ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ ინდივიდუალური პრიზები დაარიგა
ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ ლას ვეგასში 2018-19 წლების სეზონი შეაჯამა და საუკეთესო ჰოკეისტებს ინდივიდუალური პრიზები გადასცა.
გთავაზობთ ძირითად ნომინაციებში გამარჯვებულთა სიას:
სეზონის MVP – ნიკიტა კუჩეროვი (ტამპა ბეი)
პლეი ოფის MVP – რაიან ო’რაილი (სტ. ლუისი)
საუკეთესო მცველი – მარკ ჯორდანო (კალგარი)
საუკეთესო მეკარე – ანდრეი ვასილევსკი (ტამპა ბეი)
საუკეთესო მწვრთნელი – ბარი ტროტცი (აილენდერსი)
დაცვითი სტილის საუკეთესო ფორვარდი – რაიან ო’რაილი (სტ. ლუისი)
საუკეთესო დებიუტანტი – ელიას პეტერსონი (ვანკუვერი)
საუკეთესო ბომბარდირი – ნიკიტა კუჩეროვი (ტამპა ბეი)
საუკეთესო გოლეადორი – ალექსანდრ ოვეჩკინი (ვაშინგტონი)
დაჯილდოვების ცერემონიაზე დაასახელეს სეზონის სიმბოლური ნაკრებები:
პირველი გუნდი – ანდრეი ვასილევსკი (ტამპა ბეი) – ბრენტ ბერნსი (სან ხოსე), მარკ ჯორდანო (კალგარი) – კონორ მაკდევიდი (ედმონტონი), ნიკიტა კუჩეროვი (ტამპა ბეი), ალექსანდრ ოვეჩკინი (ვაშინგტონი).
მეორე გუნდი – ბენ ბიშოპი (დალასი) – ჯონ კარლსონი (ვაშინგტონი), ვიქტორ ჰედმანი (ტამპა ბეი) – სიდნი კროსბი (პიტსბურგი), პატრიკ კეინი (ჩიკაგო), ბრედ მარშანი (ბოსტონი).
ახალბედების გუნდი – ჯორდან ბინინგტონი (სტ. ლუისი) – რასმუს დალინი (ბაფალო), მირო ჰეისკანენი (დალასი) – ენტონი ჩირელი (ტამპა ბეი), ელიას პეტერსონი (ვანკუვერი), ბრედი ტკაჩუკი (ოტავა).